სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: ინფორმაციული ტექნოლოგიები
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ინფორმაციულ ტექნოლოგიების მაგისტრი,
პროგრამის ხელმძღვანელი: ხელმძღვანელი - მანანა ხაჩიძე; კოორდინატორი - მაგდა ცინცაძე
კურსდამთავრებულს მისცეს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირეულ კომპონენტებში (მონაცემთა დამუშავება და მართვა, ქსელები და საკომუნიკაციო სისტემები, ვებ-სისტემები და სერვისები, ინფორმაციის დაცვა და უსაფრთხოება) ინტეგრირებული, სისტემური, ფუნდამენტური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომლითაც ის შეძლებს კონკურენტულ გარემოში მაღალკვალიფიციური პრაქტიკული საქმიანობის წარმართვას ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში, სამეცნიერო კვლევების წარმოებას, შემოქმედებით დამოუკიდებელ აზროვნებას.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება ადამიანის მოღვაწეობის ყოველ სფეროში წარმატების მიღწევის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. ამდენად მაგისტრი უნდა ფლობდეს საფუძვლიან თეორიულ ცოდნასა და სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის უნარ–ჩვევებს ცოდნის იმ სფეროებში, რომლებიც განეკუთვნებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითად საყრდენს.
ინფორმაციული ტექნოლოგიები შეიძლება ჩაითვალოს ერთერთ ყველაზე მოთხოვნად დარგად. ძნელად მოიძებნება მსოფლიოში უნივერსიტეტი რომელშიც ეს მიმართულება რაიმე სახით მაინც არ არის წარმოდგენილი. სამაგისტრო პროგრამა ეფუძნება საუნივერსიტეტო გარემოში მსოფლიოში აღიარებულ მეთოდოლოგიას Curriculum Guidelines for Undergraduate Degree Programs in Information Technology, რომელიც შემუშავებულია ისეთი ორგანიზაციების მირ როგორიცაა:
The Association for Computer Machinary (ACM, http://www.acn.org),
The Association for Information Systems (AIS),
The Computer Society (IEEE-CS, http://computer.org )
სამაგისტრო პროგრამაზე მიიღება ის პირი რომელიც:
საქართველოს მოქალაქე
1. მიიღებს დადებით შეფასებას ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდაში;
2. მიიღებს დადებით შეფასებას სპეციალობის გასაუბრებაში ;
3. მიიღებს დადებით შეფასებას ინგლისური ენის (B2 დონის შესაბამისი) გამოცდაში ან წარმოადგენს B2 დონის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს; 4.
გააჩნია ბაკალავრის ნებისმიერი ხარისხი და დაგროვილი აქვს სულ მცირე 10 ECTS კრედიტი უმაღლესი მათემატიკის დისციპლინებში და სულმცირე 10 ECTS კრედიტი ისტ-ის დარგობრივ (არა ზოგადი) საგნებში ან გააჩნია ისტ-ის მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება.
უცხო ქვეყნის მოქალაქე
ჩაირიცხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, №224/N ბრძანების შესაბამისად (29 დეკემბერი, 2011 - http://www.mes.gov.ge/content.php?id=1131&lang=geo). ასევე აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
სწავლის შედეგი:
მაგისტრის ხარისხის მოპოვების შედეგად მსმენელს შეეძლება ადამიანის მოღვაწეობის კონკრეტული სფეროსათვის სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად დასვას ამოცანა, შეარჩიოს დარგობრივი გადაწყვეტილების და ამოცანის შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიური ინსტრუმენტები (თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე) და მოახდინოს მისი რელიზება. ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრს უნდა შეეძლოს წამყვანი პოზიციის დაკავება ინფორმაციული ტექნოლოგიების ნებისმიერი პროექტის განხორციელებაში, და სხვადასხვა დაწესებულების ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარამენტებში.
კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები: მართვის სახელმწიფო ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საკუთრების სხვადასხვა ფორმის ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში იყენებენ ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიებს. პროგრამის კურსდამთავრებული უპირატესად მომზადებულია ICTs-ის თანამედროვე მეთოდების დანერგვა-გამოყენებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-გამოყენებისათვის ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროებში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრმა შეიძლება დაიკავოს თანამდებობები (მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე), რომლებიც საქართველოს კანონების თანახმად უმაღლეს განათლებას საჭიროებენ.